კავკასიისა და ანატოლიის ადრელითონების ხანის არქეოლოგიის პრობლემები

წელი: 2015
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის - „კავკასიისა და ანატოლიის ადრელითონების ხანის არქეოლოგიის პრობლემები" - ძირითად მიზანს სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის არქეოლოგიურ კულტურათა ურთიერთობების და ლითონის წარმოების ადრეული საფეხურის  (ძვ.წ. IV-II ათასწლეულებში) პრობლემების განხილვა, უახლესი არქეოლოგიური კვლევა-ძიების მონაცემების გაცნობა და სამეცნიერო შეხედულებათა გაზიარება წარმოადგენს.

 

ადრელითონების ეპოქის არქეოლოგიური კულტურები საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში გათხრილ არაერთ ძეგლზე დასტურდება და ამ პერიოდის ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს შესწავლას დიდი ტრადიციები აქვს. მიუხედავად ამისა, საერთო პოზიცია კონკრეტული საკითხების ირგვლივ ჯერ კიდევ არ არსებობს და კონფერენციის აქტუალობის ერთ-ერთი მაჩვენებელი სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარეობს.

დოკუმენტი: კავკასიისა და ანატოლიის ადრელითონების ხანის არქეოლოგიის პრობლემები