საქართველოს რომაული პერიოდის არქეოლოგია

წელი: 2014
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

წიგნში, ძველი საქართველოს და რომის ურთიერთობის არქეოლოგია-ისტორიის საკითხებია განხილული. კერძოდ, იბერია-კოლხეთში რომანიზაციის გლობალისტური პროცესის მიმდინარეობის საკითხი და სხვ. იბერია-კოლხეთის და რომის ურთიერთობის ისტორიის შესწავლა, უპირატესად, არქეოლოგიურიმასალის საფუძველზეა შესაძლებელი, რადგან ამ პერიოდის წერილობითი წყაროები ცოტაა. წლების განმავლობაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაგროვდა საკმაოდ მრავალფეროვანი მონაცემები (იხ. კატალოგი).


ძვ.წ. 65 წელს ტრანსკავკასიაში გნეუს პომპეუს მაგნუსის
ხელმძღვანელობით რომის რესპუბლიკის ლეგიონერები გამოჩნდნენ.
რომს კავკასიაში ძირითადადიზიდავდა -ეკონომიკურ-სტრატეგიული
გამორჩენა; ახალი ქვეყნების თავისი გავლენის სფეროში მოქცევა;
ახალი სავაჭრო გზების ხელში ჩაგდება. საქართველოსმატერიალურ
კულტურაში რომაული ცივილიზაციის ცალკეული ელემენტები
მეტ-ნაკლები ინტენსივობითაა გავრცელებული. ეს იმპულსები
განსაკუთრებითშესამჩნევია სამშენებლო ხელოვნებაში, კერამიკის
წარმოებასა და მატერიალური კულტურის მთელ რიგ სხვა
კომპონენტებში. საქართველოს არქეოლოგიურ მასალაშიმკვეთრი
რომანიზაცია არ შეიმჩნევა; კერძოდ, ისეთივე, როგორც იმპერიის
აღმოსავლეთ პროვინციებში. ძველ საქართველოში რომანიზაციის
პროცესითავისებური, განსხვავებული გზით წარიმართა. აქ
რომაულ-ევროპული ტიპის კულტურა არ წარმოქმნილა, რადგან
დიდი იყო ე.წ. აღმოსავლურ-ელინისტურიკულტურის გავლენა.
რომანიზაციის გავლენა უფრო ძლიერად თავს იჩენს ზღვის სანაპირო
ქალაქებსა და იბერიის პოლიტიკურ ცენტრში-მცხეთაში.


ARCHAEOLOGY OF THE ROMAN PERIOD OF GEORGIA (Iberia-Colchis) (pdf)

1. ელ-რესურსი (pdf)-გელა  გამყრელიძე 

2. ელ-რესურსი (pdf)-გელა  გამყრელიძე 

 

 

დოკუმენტი: ARCHAEOLOGY OF THE ROMAN PERIOD OF GEORGIA