შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

წელი: 2013
პუბლიკაციის ტიპი: გამოფენის კატალოგები
აღწერა:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ კატალოგს, რომელშიც წარმოდგენილია შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ხელოვნების სხვადასხვა დარგის 240 რჩეული ნიმუში. მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება ამგვარი მრავალფეროვნებით იხილოს ის საუნჯე, რომელიც ქართველ ერს შეუქმნია საეკლესიო ხელოვნების სფეროში ასწლეულების განმავლობაში.

 

კატალოგში შესული მასალის ძირითადი ნაწილი V‑XVIII სს‑ის ორიგინალებია, ნაწილი კი‑XX ს-ში შექმნილი ასლები, რომლებიც, დროთა ვითარებაში დედანთა დაღუპვის ან მათი მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების გამო, ფაქტობრივად უკვე პირველწყაროებად არის ქცეული.

 

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუზეუმის ამ უმნიშვნელოვანესი კოლექციის კატალოგით ისარგებლებენ როგორც ქრისტიანული ხელოვნების მკვლევარები, აგრეთვე მოსწავლე-ახალგაზრდები და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

ქართულ-ინგლისური

296 გვ.

ISBN 978-9941-9311-0-9