ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.

 

2015 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

კავკასიისა და ანატოლიის ადრელითონების ხანის არქეოლოგიის პრობლემები

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის - „კავკასიისა და ანატოლიის ადრელითონების ხანის არქეოლოგიის პრობლემები" - ძირითად მიზანს სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის არქეოლოგიურ კულტურათა ურთიერთობების და ლითონის წარმოების ადრეული საფეხურის  (ძვ.წ. IV-II ათასწლეულებში) პრობლემების განხილვა, უახლესი არქეოლოგიური კვლევა-ძიების მონაცემების გაცნობა და სამეცნიერო შეხედულებათა გაზიარება წარმოადგენს.

 

2014 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

იბერია-კოლხეთი #10

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო სერიული ჟურნალის იბერია-კოლხეთის (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდისარქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი)  მორიგი მე-10 ნომერი

2014 წელი
საგანმანათლებლო/პოპულარული

საგანმანათლებლო პროგრამები ოქტომბერი-დეკემბერი 2014

2014 წლის ოქტომბერი-დეკემბრის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი

2014 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

საქართველოს რომაული პერიოდის არქეოლოგია

თბილისი, 2014 წელი. ავტორი გელა გამყრელიძე.
წიგნში, ძველი საქართველოს და რომის ურთიერთობის არქეოლოგია-ისტორიის საკითხებია განხილული. კერძოდ, იბერია-კოლხეთში რომანიზაციის გლობალისტური პროცესის მიმდინარეობის საკითხი და სხვა.  

2014 წელი
საგანმანათლებლო/პოპულარული

საგანმანათლებლო პროგრამები აპრილი–ივნისი 2014

საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2014 წლის აპრილი-ივნისის საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი.

2014 წელი

საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი

2014 წლის იანვარი-მარტის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი.

2014 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ინგლისურენოვანი გამოცემების კატალოგი

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკა საქართველოში არსებულ ბიბლიოთეკათაგან ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან აქ დაცულია მრავალი ძველი, უნიკალური წიგნი თუ პერიოდული გამოცემა. მათი თავმოყრა და აქ დაუნჯება ბიბლიოთეკის არაერთი თაობის თანამშრომელთა შრომის შედეგია.

2013 წელი
საგანმანათლებლო/პოპულარული

ბროშურა–საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ბროშურაში გაეცნობით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ მუზეუმებსა და სამეცნიერო ცენტრებს, რესტავრაცია–კონსერვაციის ცენტრისა და ხელოვნების ნიმუშთა საცავის შექმნის გეგმას და  საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო გამოფენებსა და საგანმანათლებლო პროექტებს.