ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.

 

2019 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის

ნაშრომში განხილულია წინაისტორიული და ისტორიული კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების წარმოქმნა-განვითარების პრობლემური საკითხები. ავტორები: გივი ინანიშვილი და ლერი ჯიბლაძე. 2019 წელი. 

2019 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

Yerevan Khanate

ნაშრომი ერევნის სახანოს ისტორიასა და მის კულტურულ მემკვიდრეობაზე მოგვითხრობს.
ავტორი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ნადირაძე. 2019 წელი. 

2019 წელი
პერიოდიკა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბის 2018 წლის გამოცემა.

2018 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

წიგნი-ალბომი „კირილე ზდანევიჩი (1892-1969). ცხოვრება და შემოქმედება

წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. წიგნის კონცეფციის ავტორი: ნანა შერვაშიძე / 2018 წელი

2018 წელი
პერიოდიკა

იბერია - კოლხეთი №14

გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-14 ნომერი. 2018წ (რედაქტორი - გელა გამყრელიძე). 

2018 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

ჩინური ჭურჭლის კატალოგი

ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცული ფაიფურის კოლექციის მიხედვით.
ავტორი: მარინე ბოკუჩავა / საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2017

2018 წელი
საგანმანათლებლო/პოპულარული

ილუსტრაციები საბავშვო გამოცემებში

შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ბუბლიოთეკის ფონდებიდან. ავტორი: მანანა ალფენიძე / საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2018 

2018 წელი
პერიოდიკა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბის 2016 წლის გამოცემა.

2018 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

იარაღ-საჭურველი ძვ.წ. V - ახ.წ. IV საუკუნეების საქართველოში, ტ. I

ავტორები გელა გამყრელიძე, ვახტანგ შატბერაშვილი, მარინე ფირცხალავა, მაია ჩარკვიანი