საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი 2018

04 იანვარი 2018 – 28 დეკემბერი 2018

საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი 2018

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ 2018 წლის საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარს.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეული პროგრამის მოკლე შინაარსს და ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი მუზეუმი, პროგრამა, დღე და საათი. 

პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა იცვლება მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. უმეტეს შემთხვევაში, მონაწილე ბავშვების მინიმალური რაოდენობა არის 8, მაქსიმალური 25.

გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი პროგრამებისა, ეროვნულ მუზეუმში ხორციელდება ერთჯერადი და სეზონური პროგრამები სხვადასხვა დღესასწაულებისა და საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად. ინფორმაცია მათ შესახებ ქვეყნდება ჩვენს ვებგვერდსა და ფეისბუქ
გვერდზე: www.museum.ge;www.facebook.com/GNМuseum

პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოინახულოთ შესაბამისი მუზეუმის ყველა მიმდინარე გამოფენა. ამისათვის დრო შეგიძლიათ პროგრამის დაწყებამდე ან მისი დამთავრების შემდეგ გამოყოთ.  

პროგრამებში მონაწილეობა ფასიანია. ღირებულება იცვლება პროგრამის სპეციფიკის მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრს: +995 32 293 16 52

მისამართი: ა. ფურცელაძის ქუჩა 3.