საგანმანათლებლო პროგრამები. 2015-2016 სასწავლო წელი

16 სექტემბ. 2015 – 30 ივნისი 2016

საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი. 2015–2016 სასწავლო წელი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2015-2016 სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი გაძლევთ შესაძლებლობას გაეცნოთ თითოეული პროგრამის მოკლე შინაარსს და ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა, დღე და საათი.

პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა იცვლება მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. უმეტეს შემთხვევაში, მონაწილე ბავშვების მინიმალური რაოდენობა არის 8, მაქსიმალური 25.

პროგრამაში მონაწილეობა ფასიანია. ღირებულება იცვლება პროგრამის სპეციფიკის მიხედვით.

პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოინახულოთ შესაბამისი მუზეუმის ყველა მიმდინარე გამოფენა. ამისათვის დრო შეგიძლიათ პროგრამის დაწყებამდე ან მისი დამთავრების შემდეგ გამოყოთ.  

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრს ნომერზე: 2 93 16 52

მისამართი: ა. ფურცელაძის ქუჩა 3.