27 ივნისი - „საბუკო" მუზეუმში

18 ივნისი 2019
Share

თუ გსურთ, საინტერესოდ გაატაროთ არდადეგები, გიწვევთ „საბუკოს" ვორქშოფზე.

„საბუკო" - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის, ბუნების დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი საქმიანობა სახეობებისა და მათი ჰაბიტატების შენარჩუნებაა.

ვორქშოფი ჩატარდება ხუთშაბათს, 27 ივნისს 16:00-დან 18:00 საათამდე.
პრაქტიკული ლექციის თემა იქნება მწერები, რომლებიც მრავლად არიან ჩვენ გარშემო.

ვორქშოფში მონაწილეებთან ერთად პასუხს გავცემთ კითხვებს: რომელ მწერებს ვიცნობთ შორიდან? მწერების მსგავს რომელ სახეობებს შევხვედრილვართ ჩვენ გარშემო, მათ შორის მუზეუმის ეზოში?

მწერებთან დაკავშირებულ თემებს სხვადასხვა ასპექტით განვიხილავთ და გავაკეთებთ „მწერების სასტუმროებს", რომლებიც გარეულ ფუტკრებს თავშესაფრად ან გამრავლებისთვის გამოადგებათ.

ვორქშოფი განკუთვნილია 11 წლამდე მოზარდებისთვის.

ვორქშოფში მონაწილეობა შედის მუზეუმის ბილეთის საფასურში.
ბილეთის საფასური: სკოლის მოსწავლე: 50 თეთრი