Veduta - ვირტუალურ რეალობაში

03 ივნისი 2019
Share

 

გამოფენის, „IMMAGICA - მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში”, ფარგლებში ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ პროგრამას „Veduta – ვირტუალურ რეალობაში”.  

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ გამოფენას და გაეცნობიან ევროპული ფერწერის ჟანრის - ვედუტას წარმოშობასა და განვითარებას, ასევე ამ ჟანრის წარმომადგენლების - კანალეტოსა და ბელოტოს შემოქმედებას.  

გამოფენაში გამოყენებული VR ტექნოლოგიების საშუალებით მოსწავლეები თვალნათლივ ნახავენ იმ ტოპოგრაფიულ სიზუსტესა და დეტალებს, რაც ახასიათებს ვედუტას ჟანრის ფერწერას.  

პროგრამა დაიწყება 4 ივნისიდან!

პროგრამა განკუთვნილია: სასკოლო, ინდივიდუალური და საოჯახო ჯგუფებისთვის 

ჩატარების დრო: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა

პროგრამის ხანგძლივობა: 60 წუთი

პროგრამის ღირებულება: 60 ლარი ჯგუფზე (7-დან 20 მონაწილემდე

პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 757 871

მისამართი: . ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცე, შოთა რუსთაველის გამზირი N3.