პროტორენესანსიდან კლასიციზმამდე - ინოვაციური გზით

03 ივნისი 2019
Share

გამოფენის „IMMAGICA - მოგზაურობა მშვენიერების სამყაროშიფარგლებში, ეროვნული მუზეუმის საგანამანათლებლო ცენტრი, გთავაზობთ საგანამათლებლო პროგრამას „პროტორენესანსიდან კლასიციზმამდე - ინოვაციური გზით". 

პროგრამის მონაწილეები იხილავენ იტალიური ხელოვნების ნიმუშებს ჯოტოდან კანოვამდე, გაეცნობიან აღორძინების ხანის სხვადასხვა პერიოდის - პროტორენესანის, ადრეული და მაღალი რენესანსისა და კლასიციზმის ნიმუშებს. სენსორული ეკრანების გამოყენებით მოხდება წარმოდგენილ ნამუშევრებზე დაკვირვება და მსჯელობა, VR ტექნოლოგიების საშუალებით მონაწილეები გაეცნობიან ვედუტების ჟანრს.

პროგრამის დასაწყისი: 4 ივნისი

პროგრამა განკუთვნილია: სასკოლო, ინდივიდუალური და საოჯახო ჯგუფებისთვის

ჩატარების დრო: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა  

პროგრამის ხანგძლივობა: 60 წუთი

პროგრამის ღირებულება: 60 ლარი ჯგუფზე (7-დან 20 მონაწილემდე)

პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:  599 757 871

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი N3, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცე.