როგორ იმოსებოდნენ ჩვენი წინაპრები

01 მაისი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქართული ეროვნული სამოსის დღესთან (18 მაისი) დაკავშირებით, 2019 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას - „როგორ იმოსებოდნენ ჩვენი წინაპრები".  

პროგრამა მოიცავს უნიკალურ ინფორმაციას ქართული კოსტიუმის შესახებ, რომელსაც ჩვენი წინაპრები ატარებდნენ XVIII-XX საუკუნის 20-30-იან წლებამდე. თეორიული ნაწილი ჩატარდება ლექცია-საუბრების სახით, კითხვა-პასუხის რეჟიმში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმისა და იარაღის საგამოფენო სივრცეში, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ახლო რაკურსით იხილონ ორიგინალური ქართული კოსტიუმი.

პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება საგანმანათლებლო სივრცეში. მონაწილეები საკუთარი ხელით შექმნიან ქართული კოსტიუმის ნიმუშებსა და რეგიონების მიხედვით, შესაბამის ადგილებზე განათავსებენ საქართველოს რუკაზე.

მოსწავლეები შეავსებენ მხიარულ კროსვორდს, რომელიც შედგენილია ქართულ ჩაცმულობაში შემავალ ელემენტთა სახელწოდებების მიხედვით.

პროგრამის მიზანია:

  • მოსწავლეს სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენა შეექმნას ქართული ნაციონალური სამოსის შესახებ
  • შეძლოს ეროვნული ჩაცმულობის ელემენტების ცნობა და გარჩევა საქართველოს კუთხეების მიხედვით
  • შეიძინოს ცოდნა ქართული ჩაცმულობის ელემენტების სახელწოდებების შესახებ, როგორიცაა: ჩოხა, ჩოხა-ჩაქურა, ჩიხტი-კოპი და სხვა

პროგრამა განკუთვნილია: I-VII კლასის მოსწავლეებისათვის

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20

პროგრამის ხანგრძლივობა: 75 წუთი

ჩატარების დრო: სამშაბათი-კვირა

ჩატარების ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

პროგრამის ღირებულება: 10 კაციანი ჯგუფი - 60 ლარი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: 577 57 03 47

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შოთა რუსთაველის გამზ. 3