ჯორჯო დე კირიკო, მეტაფიზიკური ფერწერა და სიურრეალიზმი

03 აპრილი 2019
Share

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენასთან „ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის" დაკავშირებით გიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამაზე სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის „ჯორჯო დე კირიკო, მეტაფიზიკური ფერწერა და სიურრეალიზმი.“

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან დიდი იტალიელი მხატვრის ჯორჯო დე კირიკოს ცხოვრებასა და შემოქმედებას, იმსჯელებენ სიურრეალიზმის შესახებ სახვით ხელოვნებაში და შექმნიან ჯგუფურ ნამუშევარს დე კირიკოს ფერწერული ტილოების მიხედვით.

პროგრამა განკუთვნილია: V - XII კლასის მოსწავლეებისათვის.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!

დაგვიკავშირდით: 593 910 472

ჩატარების დრო: ყოველ ხუთშაბათს 14:00 საათზე (12 აპრილიდან 24 მაისის ჩათვლით)

პროგრამის ხანგძლივობა: 60 წუთი

პროგრამის ღირებულება: 60 ლარი (ჯფუფში 15 მონაწილე)

პროგრამის ავტორი: მაკა ბეჟუაშვილი, ანა ჟვანია

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზი და საგანმანათლებლო სივრცე, შოთა რუსთაველის გამზ. 11