ხედვა დახუჭული თვალებით - ჯორჯო დე კირიკო

02 აპრილი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს იტალიელი მხატვრის ჯორჯო დე კირიკოს გამოფენას ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის".  

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას: „ხედვა დახუჭული თვალებით - ჯორჯო დე კირიკო". 

მოსწავლეები დაათვალიერებენ მე-20 საუკუნის იტალიელი მხატვრისა და მეტაფიზიკური მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრებს, გაეცნობიან მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას.    

პროგრამა გაფორმებულია ვიზუალური მასალით და ითვალისწინებს ინტერაქტიულ საუბრებს, თემატურ და შემეცნებით აქტივობებს, რომელიც ჯორჯო დე კირიკოს მხატვრობის ენიგმატურ და იდუმალებით აღსავსე სამყაროს ამოცნობას უკავშირდება.

პროგრამა განკუთვნილია VIII - XII კლასის მოსწავლეებისათვის.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით 599 75 78 71

ჩატარების დრო: ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს (12 აპრილიდან 24 მაისის ჩათვლით) / 13:00, 15:00 საათი.

პროგრამის ხანგძლივობა: 60 წუთი

პროგრამის ღირებულება: 60 ლარი (ჯფუფში 20 მონაწილე)

პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის  ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზი და საგანმანათლებლო სივრცე, შოთა რუსთაველის გამზ. 11