„შეიცანი კავკასიის ცხოველთა სამყარო“

01 აპრილი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ გამოფენა „კავკასიის ბიომრავალფეროვნების“ ფარგლებში შექმნილ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს. 

თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ გამოფენაზე წარმოდგენილია კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნება: გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები, რომლებიც სრულყოფილად ასახავენ საქართველოს და ზოგადად, კავკასიის რეგიონის ფლორასა და ფაუნას.

საგანმანათლებლო პროგრამა შეიცანი კავკასიის ცხოველთა სამყარო

აუდიო-ვიდეო მასალის გამოყენებით ბავშვები გაეცნობიან მუზეუმისა და ზოოლოგიური კოლექციების ისტორიას, ასევე კავკასიის, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ ცხოველთა მნიშვნელოვან სახეობებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი დიორამების გამოყენებით მოსწავლეები დაამზადებენ მაკეტებს და მონაწილეობას მიიღებენ სტენდის შექმნაში წარწერით „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ (გამოფენაზე წარმოდგენილი წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების მიხედვით).

პროგრამა განკუთვნილია: 6-15 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15

პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი

პროგრამის საფასური: 60 ლარი

ჩატარების ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, გამოფენა ,,კავკასიის ბიომრავალფეროვნება’’,  საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი.

პროგრამის ავტორი: ვერა ფხაკაძე 

ჩატარების დრო: (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 11:00-დან 16:00 საათამდე).

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: ვერა ფხაკაძე - 599 98 05 41 ან 568 22 16 51;