აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები

01 აპრილი 2019
Share

2019 წლის 10 აპრილიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას „აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები".

პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო წეს-ჩვეულებებს. მათ შორის:

  • როგორ ხვდებოდნენ აღდგომას ქართველი მეფეები.
  • როგორი იყო საქართველოში აღდგომის აღნიშვნის ძველი ხალხური ტრადიციები და რა შემორჩა დღეს.
  • როგორ ემზადება მსოფლიო აღდგომის შესახვედრად და როგორ ზეიმობს ამ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანა.
  • რატომ ითვლება სააღდგომო სუფრის აუცილებელ ატრიბუტებად კვერცხი, პასკა, ჯეჯილი და რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მათ.
  • რომელია იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებული წმინდა ადგილები.
  • როგორ აისახა აღდგომის დღესასწაული ქრისტიანულ ხელოვნებაში.
  • ვინ არის კარლ ფაბერჟე და რა ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში აღდგომის თემას.

პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. დასასრულს ბავშვებს ელით საინტერესო და სახალისო პრაქტიკული აქტივობა. საკუთარი ხელით შექმნილ ნამუშევრებს მონაწილეები სამახსოვროდ წაიღებენ.

პროგრამა განკუთვნილია: 6-13 წლის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო:  სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი
ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი
პროგრამის საფასური: ჯგუფი 10 მონაწილემდე - 60 ლარი; 20 მონაწილემდე - 120 ლარი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 574 44 04 84

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.