სახალისო არქეოლოგია

28 მარტი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას „სახალისო არქეოლოგია" ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია სპეციალურად მოწყობილ მოედანზე მიმდინარეობს. არქეოლოგია რომანტიკული და საიდუმლოებით მოცული პროფესიაა, მაგრამ ამავე დროს დიდ შრომასა და გამოცდილებას მოითხოვს. სწორედ ყოველივე ამის დემონსტრირება ხდება ჩვენი პროგრამის მიმდინარეობისას. როგორ აღადგენს ისტორიულ მოვლენებს არქეოლოგია? ამ კითხვას მოზარდები თვითონ უპასუხებენ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ.

პროგრამის ავტორი - თეონა შელია.

პროგრამა განკუთვნილია: დაწყებითი და საბაზო საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის

პროგრამის ჩატარების დრო: სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე. 

პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი

მონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 20 მოსწავლე

პროგრამის ღირებულება ჯგუფზე: 200 ლარი

ჩატარების ადგილი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის ასახვევი 1.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით: 599 467 199 სოფო კილაძე; 593 328 345 თეონა შელია.