გაზაფხულის კარნავალი

04 მარტი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი 2019 წლის 5 მარტიდან 31 მაისამდე გთავაზობთ გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამას „გაზაფხულის კარნავალი". 

პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან :

  • რატომ ზეიმობს მსოფლიო გაზაფხულის დადგომას უძველესი დროიდან
  • კარნავალის წარმოშობის ისტორიასა და სხვადასხვა ქვეყანაში მისი აღნიშვნის ტრადიციებს
  • რა კავშირი აქვს ქართულ ბერიკაობას კარნავალთან
  • რატომ ითვლება ნიღაბი კარნავალის სიმბოლოდ
  • უძველესი ნიღბების ისტორიას, მათ სიმბოლურ მნიშვნელობასა და დამზადების ტექნოლოგიებს

პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. მათ  შორის ბავშვებს საშუალება ექნებათ ნახონ მუზეუმის კინო არქივში დაცული უნიკალური კადრები ფილმიდან „ბერიკაობა საქართველოში".

პროგრამის დასასრულს ბავშვები ჩაერთვებიან საინტერესო და სახალისო  აქტივობაში. საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები კი კარნავალის მონაწილეებად აქცევს მათ.

პროგრამა განკუთვნილია: 6-13 წლის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს
პროგრამის საფასური: 10 მონაწილემდე ჯგუფი 60 ლარი
პროგრამის ავტორები: გვანცა არჩვაძე, ნინო დათუნაშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!

დაგვიკავშირდით ნომერზე: 574 44 04 84; 10:00-დან 17:00 საათამდე 

ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი. შოთა რუსთაველის გამზ. 3