ლეონარდო და ვინჩი ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის

27 თებერვალი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს ცნობილი იტალიელი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ნამუშევრების ციფრულ რეპროდუქციებს.

ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გამოფენის „ლეონარდო - Opera Omnia" ფარგლებში გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას "ლეონარდო და ვინჩი ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის".

პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება მეცნიერებისა და ხელოვნების ჭრილში. ლეონარდო წარმოდგენილი იქნება  როგორც უნივერსალური გენიოსი, გამომგონებელი და მისტიკოსი, არქიტექტორი, მათემატიკოსი, მუსიკოსი, ინჟინერი, ანატომი, ბოტანიკოსი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი, მწერალი და მხატვარი. საუბარი იქნება ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების როგორც მხატვრულ-იკონოგრაფიულ, ისე ტექნიკურ-სამეცნიერო ღირებულებებზე.

პროგრამა განკუთვნილია 12 წლის ზევით მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით: 599 907334

პროგრამის ხანგრძლივობა60 წთ
პროგრამის ღირებულება: 60 ლარი (ჯგუფში 20 მონაწილე)
პროგრამის ავტორი: ცისია კილაძე
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცე, შ. რუსთაველის გამზ. 3

 

*პროგრამა დასრულებულია.