Homo universalis - ლეონარდო და ვინჩი

27 თებერვალი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს ცნობილი იტალიელი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ნამუშევრების ციფრულ რეპროდუქციებს.

ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გამოფენის „ლეონარდო - Opera Omnia" ფარგლებში გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას „Homo universalis - ლეონარდო და ვინჩი".

გამოფენის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეები გაეცნობიან ლეონარდო და ვინჩის, როგორც ხელოვანის და მეცნიერის შემოქმედებას. პროგრამა ითვალისწინებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობას.

პროგრამა განკუთვნილია 8-15 წლის მოსწავლეებისათვის

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით: 599 757871

ჩატარების დრო: 5-29 მარტი (სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი) | 12:00, 15:00 საათი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წთ
პროგრამის ღირებულება:
60 ლარი (ჯგუფში 20 მონაწილე)
პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცე, შ. რუსთაველის გამზ. 3