Rinascimento - ლეონარდო და ვინჩი

27 თებერვალი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს ცნობილი იტალიელი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ნამუშევრების ციფრულ რეპროდუქციებს.

ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გამოფენის „ლეონარდო - Opera Omnia" ფარგლებში გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას "Rinascimento - ლეონარდო და ვინჩი".

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან რენესანსის ხანის ხელოვანთა შემოქმედებას და ლეონადრო და ვინჩის როლს იმ პერიოდის მხატვრობის განვითარებაში.

პროგრამა განკუთვნილია  7-12 წლის მოსწავლეებისათვის

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით: 599 757871

ჩატარების დრო: 5-29 მარტი (სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი) | 12:00, 15:00 საათი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წთ
პროგრამის ღირებულება: 60 ლარი (ჯგუფში 20 მონაწილე)
პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცე, შ. რუსთაველის გამზ. 3