ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში

03 დეკემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2018 წლის 11 დეკემბრიდან 2019 წლის 21 იანვრამდე გთავაზობთ საახალწლო პროგრამას „ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში".

პროგრამის ფარგლებში ბავშვები მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის თანხლებით გაეცნობიან ახალ წელთან დაკავშირებულ უძველეს ქართულ ტრადიციებს:

  • როდის აღინიშნებოდა ახალი წელი ძველად საქართველოში
  • როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს საქართველოს მეფეები
  • როგორ ემზადებოდა ქართველი ხალხი ახალი წლის შესახვედრად
  • როგორი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საახალწლო სუფრის სამზადისი
  • რომელი სარიტუალო საგნები უკავშირდება ახალ წელს და რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ
  • როგორ მზადდება და როგორ ირთვებოდა ჩიჩილაკი

პროგრამას თან ერთვის პრაქტიკული ნაწილი - ჩიჩილაკის დამზადება და მორთვა, რიტუალური პურების გამოძერწვა, საახალწლო ხონჩის მომზადება და სხვა.

პროგრამა განკუთვნილია 6-დან- 13 წლამდე მოსწავლეთათვის 
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
პროგრამის ხანგძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს
პროგრამის საფასური:  ჯგუფი 10 მონაწილემდე - 60 ლარი; 20 მონაწილემდე - 120 ლარი

პროგრამის ავტორი:  ნინო დათუნაშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია! დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 17:00 საათამდე ნომერზე: 574 44 04 84

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზირი 3.