ფრინველები ჩვენ გარშემო

19 ნოემბერი 2018
Share

თუ გსურთ გაიგოთ საინტერესო ამბები ფრინველებზე, მათ სახეობებზე, თავისებურებებზე, ქცევასა და საცხოვრებელ გარემოზე, ეწვიეთ გამოფენას „კავკასიის ბიომრავალფეროვნება" და ჩაერთეთ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში. თემატური ლექციები, თამაშები და ვორქოშოფები ყოველი თვის ბოლო შაბათს, „საბუკოსთან" თანამშრომლობით გაიმართება.

საბუკო" - საზოგადაოება ბუნების კონსერვაციისათვის, ბუნების დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი საქმიანობა სახეობებისა და მათი ჰაბიტატების შენარჩუნებაა. 

ღონისძიებაში ჩართვა შესაძლებელია როგორც ორგანიზებული ჯგუფებისთვის, ასევე  ინდივიდუალური ვიზიტორებისთვის.  

ჩატარების დრო: ყოველი თვის ბოლო შაბათი, 10:00-დან 15:00 საათამდე.

ჩატარების ადგილი: კავკასიის ბიომრავალფეროვნების საგამოფენო დარბაზი

პროგრამის ღირებულება:  დასწრება თავისუფალია, მუზეუმის ბილეთის საფუძველზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი: 239 16 52; ნათია ჯავახიშილი (საბუკო) - 577 96 05 59.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3