შეიხედე მუზეუმის კულისებში

05 ნოემბერი 2018
Share

#მოდიმუზეუმში
გაეცანი არქეოლოგიური მონაპოვრების პრეპარაციის ტექნიკას და თავად დაამზადე მოპოვებული ნივთების ასლები

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტის ფარგლებში „შეიხედე მუზეუმის კულისებში", საშუალებას აძლევს ყველა მსურველს გაეცნოს მუზეუმის ლაბორატორიულ სამუშაოებს და მის როლს მუზეუმის საგამოფენო საქმიანობაში.

პროგრამის მონაწილეები უშუალოდ მოახდენენ თითოეული მათგანისთვის სპეციალურად შექმნილი ,,არქეოლოგიური ბლოკის" პრეპარაციას,  დაამზადებენ არქეოლოგიური მონაპოვრის თითო ასლს, საღებავით დაფერავენ მას, მოახდენენ ფოტოფიქსაციას და სამახსოვროდ  წაიღებენ საკუთარ ნამუშევარს.

პროგრამა განკუთვნილია: სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ნებისმიერი მსურველისათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა:  არაუმეტეს 20 მონაწილე
პროგრამის ხანგრძლივობა:  60-90 წუთი
ჩატარების დრო: შეთანხმებით
ჩატარების ადგილი: ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3
პროგრამის ღირებულება: ჯგუფზე 200 ლარი
პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: 293 16 52;  593 139 122; 593 58 07 60.