VIVA LA VIDA - ფრიდა კალო

01 ნოემბერი 2018
Share

გამოფენის დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე" ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ პროგრამას VIVA LA VIDA ფრიდა კალო".

გამოფენის დათვალიერების შემდეგ პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ფრიდა კალოს ცხოვრებასა და შემოქმედებას, ავტოპორტრეტებს, მის მექსიკურ სამოსსა და აქსესუარებს, ციტატებს და ჩანახატებს მისი დღიურიდან. 

პროგრამას თან ახლავს თემატურ-შემეცნებით აქტივობები, მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალა, პერფორმანსული ელემენტები.   

ასაკობრივი ჯგუფი: 13 - 15 წელი

პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი

პროგრამის ღირებულება: 60 ლარი (ჯგუფში მინიმუმ 10 მონაწილე)

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე 599 757 871
პროგრამის ავტორი - დალი გოგორიშვილი