Barocco - საოცარი მარგალიტი

17 სექტემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი, იტალიური გამოფენის „ბერნინი და რომაული ბაროკო" ფარგლებში, გთავაზობთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას „Barocco - საოცარი მარგალიტი".

გამოფენის დათვალიერების შემდეგ პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან: ბაროკოს სტილს, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ევროპაში; ბაროკოსათვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებს როგორც სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ასევე მუსიკასა და ქორეოგრაფიაში; ბაროკოს პერიოდის ხელოვანთა შემოქმედებას და ამ პერიოდის საზოგადოების ყოფას, მოდას, გართობასა და მისწრაფებებს.  

პროგრამას თან ახლავს შემეცნებითი-სახალისო აქტივობები და მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალა.

პროგრამის ბოლოს გაიმართება კოსტიუმირებული ფოტოსესია.

პროგრამა დაიწყება 2 ოქტომბრიდან!

ასაკობრივი ჯგუფი: 8-12 წელი
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 60 ლარი (ჯგუფში 20 მონაწილე)
პროგრამის ჩატარების დრო: სამშაბათი, 14:00. 

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 599757871
პროგრამის ავტორი დალი გოგორიშვილი.