ხატვის დღეები მუზეუმში

18 ივნისი 2018
Share

მათ, ვისაც უყვარს ხატვა, ცხოველები და ბუნება - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი სთავაზობს შესაძლებლობას, უშუალოდ საექსპოზიციო დარბაზში, გამოფენაზე „კავკასიის ბიომრავალფეროვნება" გააკეთონ გამოფენაზე წარმოდგენილი ცხოველისა თუ ფრინველის გრაფიკული ჩანახატები.

ხატვის გაკვეთილს გაუძღვება ახალგაზრდა პედაგოგი გოგი შეყილაძე.  

მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ რბილი ფანქარი (2B, 3B, 4B...) და საშლელი.

ჩატარების დრო: სამშაბათი და პარასკევი, 14:00 საათი.

ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 10

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი 13:00-დან 16:00 საათამდე ნომერზე: 2 93 16 52 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა მხოლოდ მუზეუმში შესასვლელი ბილეთის შეძენა.

შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3