იტალიური რენესანსი ეროვნულ გალერეაში

12 ივნისი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას „იტალიური რენესანსი ეროვნულ გალერეაში". 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილია ტიციანის მიერ ტილოზე შესრულებული ,,ღვთისმშობელი ყრმით". აღნიშნული კომპოზიცია არის ერთ-ერთი მთავარი თემა დასავლეთ ევროპულ მხატვრობაში.

საგანმანათლებლო პროგრამა გთავაზობთ თვალი გავადევნოთ ღვთისშობლის სახის განსხვავებულ მხატვრულ ინტერპრეტაციას ბიზანტიური ხელოვნებიდან ტიციანის ეპოქამდე. პროგრამა ინტერაქტიულია და მიმართულია მონაწილეთა თავისუფალი აზროვნების და ანალიტიკური უნარის განვითარებაზე.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები აგრეთვე გაეცნობიან რენესანსის ეპოქის მხატვრების გრაფიკულ ნამუშევრებს, მათ შორის ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელისა და სხვათა გრაფიკულ ნამუშევრებს.

პროგრამა განკუთვნილია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის.

პროგრამის ღირებულება: 45 ლარი 15 მონაწილემდე ჯგუფისთვის

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!

დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი, 10.00-დან 18.00 საათამდე, ნომერზე: 0322 157 300; 593 910 472; 599 560 977