ინდოეთი - ქაშმირის ფერები

07 მაისი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის  საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ პროგრამას ,,ინდოეთი - ქაშმირის ფერები", რომელიც მომზადდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მიმდინარე გამოფენის „საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები - ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია" ფარგლებში.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ჩინეთის, იაპონიისა და ინდოეთის ფერწერის, ქანდაკების და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების 500-მდე ნიმუში. ვრცლად გამოფენის შესახებ: https://bit.ly/2JwRxzy

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ მთლიან ექსპოზიციას და დეტალურად გაეცნობიან ინდური ქაშმირის შალების (თირმა-შალების) უნიკალურ კოლექციას.   

პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ვიზუალური მასალა ინდოეთის უძველესი ცივილიზაციის შესახებ. ვისაუბრებთ ინდური ქსოვილის სახეობებსა და მცენარეულ დეკორზე.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებს.  

პროგრამა დაიწყება 2018 წლის 22 მაისიდან.

პროგრამის ხანგძლივობა: 60 წუთი

მონაწილეთა ასაკი: 9-12 წელი

ჩატარების დრო: სამშაბათი 11:00 და 14:00 საათი

ფასი: 60 ლარი 20 მონაწილემდე ჯგუფისთვის

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია! დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 17:00 საათამდე ნომერზე: 599 75 78 71

პროგრამის ავტორი - დალი გოგორიშვილი

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცე და საგანმანათლებლო ცენტრი, შოთა რუსთაველის გამზ. 3