აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები

27 მარტი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2018 წლის 11 აპრილიდან გთავაზობთ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ პროგრამას - „აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები".

პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო წეს-ჩვეულებებს. მათ შორის:

  • როგორ ხვდებოდნენ აღდგომას ქართველი მეფეები
  • როგორი იყო საქართველოში აღდგომის აღნიშვნის ძველი ხალხური ტრადიციები და რა შემორჩა დღეს
  • როგორ ემზადება მსოფლიო აღდგომის შესახვედრად და როგორ ზეიმობს ამ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანა
  • რატომ ითვლება სააღდგომო სუფრის აუცილებელ ატრიბუტებად კვერცხი, პასკა, ჯეჯილი და რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მათ
  • რომელია იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებული წმინდა ადგილები
  • როგორ აისახა აღდგომის დღესასწაული ქრისტიანულ ხელოვნებაში
  • ვინ არის კარლ ფაბერჟე და რა ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში აღდგომის თემას

პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. ლექციის დასასრულს ბავშვებს  ელით საინტერესო და სახალისო პრაქტიკული აქტივობა.

პროგრამა განკუთვნილია 6-13 წლის მოსწავლეთათვის

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20

პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი

ჩატარების დრო: ოთხშაბათი-პარასკევი

ჩატარების ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი

პროგრამის საფასური: ჯგუფი 10 მონაწილემდე - 60 ლარი; 20 მონაწილემდე - 120 ლარი

პროგრამის ავტორები: გვანცა არჩვაძე, ნინო დათუნაშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 574 44 04 84

მისამართი:  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. #3