გაზაფხულის კარნავალი

13 თებერვალი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი 2018 წლის 20 თებერვლიდან 31 მაისამდე, გთავაზობთ გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამას სახელწოდებით  „გაზაფხულის კარნავალი". 

პროგრამის ფარგლებში, ბავშვები გაეცნობიან:

  • რატომ ზეიმობს მსოფლიო გაზაფხულის დადგომას უძველესი დროიდან;
  • კარნავალის წარმოშობის ისტორიასა და სხვადასხვა ქვეყანაში მისი აღნიშვნის ტრადიციებს;
  • რა კავშირი აქვს ქართულ ბერიკაობას კარნავალთან;
  • რატომ ითვლება ნიღაბი კარნავალის სიმბოლოდ;
  • უძველესი ნიღბების ისტორიას, მათ სიმბოლურ მნიშვნელობასა და დამზადების ტექნოლოგიებს.

პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. მონაწილეები ნახავენ მუზეუმის კინო-არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს ფილმიდან „ბერიკაობა საქართველოში".

პროგრამის დასასრულს, ბავშვები ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში და საკუთარი ხელით შექმნიან საკარნავალო აქსესუარებს. 

პროგრამა განკუთვნილია:  6-8 და 9-15 წლის მოსწავლეთათვის

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20

პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი

ჩატარების დრო: სამშაბათი-პარასკევი

პროგრამის საფასური: 10 მონაწილემდე ჯგუფი - 60 ლარი

პროგრამის ავტორები: გვანცა არჩვაძე, ნინო დათუნაშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!

დაგვიკავშირდით სამშაბათი-პარასკევი 10:00-დან 17:00 საათამდე ნომერზე 574 44 04 84

ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი