„ზღაპრის დრო მუზეუმში"

08 თებერვალი 2018
Share

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გრძელდება საგანმანათლებლო პროგრამა „ზღაპრის დრო მუზეუმში". პროგრამა შემეცნებით-გასართობი ხასიათისაა და განკუთვნილია 3-7 წლის ბავშვებისა და მათი თანმხლები მშობლებისათვის. ამჯერად, ზღაპრის თემა ეძღვნება მითოლოგიურ პერსონაჟ დიონისეს. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, დაათვალიერონ მუზეუმის საგამოფენო კოლექციები, მოისმინონ ზღაპარი და გააცოცხლონ ხელოვნების ნიმუშები.

პროგრამა ჩატარდება ინგლისურ ენაზე და მას გაუძღვება საერთაშორისო სკოლებთან ურთიერთობის კოორდინატორი ენიდ ბურკი.

პროგრამაში მონაწილეობისა და დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი: 2 93 16 52

პროგრამის ჩატარების დრო: 10 თებერვალი, შაბათი, 11:30

პროგრამის ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3