მრავალფეროვანი რეალობა - გიგო გაბაშვილი

16 იანვარი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გიგო გაბაშვილის საიუბილეო-რეტროსპექტული გამოფენის ფარგლებში  წარმოგიდგენთ პროგრამას „მრავალფეროვანი რეალობა - გიგო გაბაშვილი".

პროგრამის მონაწილეები შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაათვალიერებენ ცნობილი ქართველი მხატვრის გიგო გაბაშვილის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, მხატვრის სამუშაო ოთახის რეკონსტრუქციას ავეჯით, პირადი  ნივთებითა და მის მიერ შეგროვებული ეთნოგრაფიული მასალით. მონაწილეები ასევე გაეცნობიან გიგო გაბაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.   

საგანმანათლებლო პროგრამა ბავშვებს სთავაზობს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებსა  და ინტერაქტიულ საუბრებს.  

პროგრამა დაიწყება 30 იანვრიდან და გაგრძელდება 9 მარტის ჩათვლით.

პროგრამის ხანგძლივობა: 60 უთი

ასაკი: 8-12 წელი

ფასი: 60 ლარი 20 მონაწილემდე ჯგუფისთვის

ჩატარების დრო: საშაბათი და პარასკევი, 13:00

პროგრამის ავტორი დალი გოგორიშვილი

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია! დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 17:00 საათამდე ნომერზე: 599 75 78 71

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.1