შობის ვარსკვლავი

12 დეკემბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ახალ პროგრამას „შობის ვარსკვლავი". 

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ ს. ჯანაშიას სახელობის  საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების საგანძურის ექსპოზიციას, სადაც წარმოდგენილი ფერწერული და ნაქარგობის ნიმუშების მიხედვით გაიმართება საუბრები საუფლო დღესასწაულებზე.

მონაწილეები ნახავენ შობის თემატიკასთან დაკავშირებულ ვიზუალურ მასალას და  მოისმენენ საშობაო მუსიკის ხალხურ და კლასიკურ ვერსიებს.

პროგრამა ,,შობის ვარსკვლავი" მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან შემეცნებით-გასართობ აქტივობებს და კოსტიუმირებულ თემატურ ფოტოსესიას.  

პროგრამა განკუთვნილია: 7-12 წლის მოსწავლეებისათვის

პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი

ჩატარების დრო: 16 და 18 იანვარი, 13:00

პროგრამის ღირებულება: ჯგუფი 20 მონაწილემდე 60 ლარი  

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით: 599 75 78 71

პროგრამის ავტორი დალი გოგორიშვილი

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცე და საგანმანათლებლო ცენტრი, შოთა რუსთაველის გამზ. 3