ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში

07 დეკემბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2018 წლის 21 იანვრამდე გთავაზობთ საახალწლო პროგრამას „ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში".

პროგრამის ფარგლებში ბავშვები მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალის თანხლებით გაეცნობიან ახალი წლის მიგებების უძველეს ქართულ ტრადიციებს:

  • როდის აღინიშნებოდა ახალი წელი ძველად საქართველოში
  • როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს საქართველოს მეფეები
  • როგორ ემზადებოდა ქართველი ხალხი ახალი წლის შესაგებებლად
  • როგორ მზადდება ჩიჩილაკი და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მას

პროგრამას  ერთვის პრაქტიკული მეცადინეობა - ჩიჩილაკის დამზადება და მორთვა, რიტუალური პურის გამოძერწვა, საახალწლო ხონჩის მომზადება და სხვა.

პროგრამა განკუთვნილია: 6-12 წლის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: სამშაბათი - პარასკევი
ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი
პროგრამის საფასური: ჯგუფი 10 მონაწილემდე - 60 ლარი; 20 მონაწილემდე - 120 ლარი

პროგრამის ავტორები: ნინო დათუნაშვილი და გვანცა არჩვაძე. 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია! დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 17:00 საათამდე ნომერზე: 574 44 04 84

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3