ვისწავლოთ თურქული ენა მუზეუმში

20 ნოემბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და იუნუშ ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრის თანამშრომლობით მომზადდა საგანმანათლებლო პროგრამა „ვისწავლოთ თურქული ენა მუზეუმში". პროგრამა ითვალისწინებს თურქული ენის გასვლით გაკვეთილს და ენის შესწავლას მუზეუმის ექსპოზიციის საშუალებით. აღნიშნულ პროგრამას საფუძველი ჩაეყარა თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსა და მისი მეუღლის, ქალბატონ სიმაი გუმრუქჩუს ინიციატივით.

ინიციატივის ფარგლებში, ერთობლივად მომზადდა სასწავლო რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს გააცნობს ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს და, ამავდროულად, დაეხმარება თურქული ენის შესწავლაში. პროგრამის მთავარი თემაა პროფესიები, რასაც მოსწავლეები ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების მიხედვით შეისწავლიან.

პროგრამა უნდა ჩაატაროს თურქული ენის მასწავლებელმა, გაკვეთილისთვის საჭირო ყველა მასალა დაგხვდებათ გალერეაში.

დამატებითი კითხვებისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი: 2 93 16 52

პროგრამა განკუთვნილია: მე-2 - მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის 

პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი 

ჩატარების ადგილიდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11