საგანმანათლებლო პროგრამა „როგორ იმოსებოდნენ ჩვენი წინაპრები"

16 ნოემბერი 2017
Share

2017 წლის 20 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას „როგორ იმოსებოდნენ ჩვენი წინაპრები".

პროგრამა მოიცავს უნიკალურ ინფორმაციას ქართული კოსტიუმის შესახებ, რომელსაც ჩვენი წინაპრები ატარებდნენ XVIII-XX საუკუნეების 20-30-იან წლებამდე. თეორიული ნაწილი ჩატარდება ლექცია-საუბრების სახით, კითხვა-პასუხის რეჟიმში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენაზე ,,XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი". მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, საგამოფენო სივრცეში, ახლო რაკურსიდან გაეცნონ ორიგინალურ ქართულ კოსტიუმს.

პრაქტიკული ნაწილი, რომელიც დაფუძნებულია ხელგარჯილობაზე, ჩატარდება საგანმანათლებლო სივრცეში. მონაწილეები საკუთარი ხელით შექმნიან  ქართული კოსტიუმის ნიმუშებსა და რეგიონების მიხედვით, შესაბამის ადგილებზე განათავსებენ საქართველოს რუკაზე.

მოსწავლეები შეავსებენ მხიარულ კროსვორდს, რომელიც შედგენილია ქართულ ჩაცმულობაში შემავალ ელემენტთა სახელწოდებების მიხედვით.

პროგრამის მიზანია:

  • მოსწავლეს სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენა შეექმნას ქართული ნაციონალური სამოსის შესახებ.
  • შეძლოს ეროვნული ჩაცმულობის ელემენტების ცნობა და გარჩევა საქართველოს კუთხეების მიხედვით.
  • შეიძინოს ცოდნა ქართული ჩაცმულობის ელემენტების სახელწოდებების შესახებ, როგორიცაა: ჩოხა, ჩოხა-ჩაქურა, ჩიხტი-კოპი და სხვ.

პროგრამა განკუთვნილია: 6-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა:  10-20

პროგრამის ხანგრძლივობა: 75 წუთი

ჩატარების დრო: სამშაბათი-კვირა

ჩატარების ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

პროგრამის ღირებულება: 10 კაციანი ჯგუფი - 60 ლარი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: 577 57 03 47
ორშაბათი - პარასკევი, 11:00 – 17:00. 

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შოთა რუსთაველის გამზ. 3