საგანმანათლებლო პროგრამა „ნიშხა-ნიშხა ბარბალუკა"

16 ნოემბერი 2017
Share

2017 წლის 1 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „ნიშხა-ნიშხა ბარბალუკა".

პროგრამა მოიცავს ბარბარობის შესახებ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათის ინფორმაციას რელიგიასა და წინარექრისტიანული და ქრისტიანული პერიოდის ხელოვნების შესახებ.

პროგრამის მიზანია, მოსწავლემ შეიძინოს ცოდნა ქრისტიანი წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს ცხოვრებისა და სასწაულმოქმედების შესახებ, და, ამავდროულად, გაეცნოს ქართული მითოლოგიური პერსონაჟთან, ქალღვთაება  ბარბარესთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებს.

პროგრამის მონაწილეები ასევე გაეცნობიან მეკვლის ტრადიციას, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საწესჩვეულებო რიტუალებს საქართველოს კუთხეების მიხედვით და წმ. ბარბარესადმი მიძღვნილი სარიტუალო ნივთების სიმბოლურ მნიშვნელობებს.

პროგრამას თან ახლავს მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა. პრაქტიკული მეცადინეობა მოიცავს ბარბარეს დღესასწაულთან დაკავშირებულ ძველ, მივიწყებულ გართობა-თამაშობასა და ხელგარჯილობას.

პროგრამა განკუთვნილია: 6-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: სამშაბათი-კვირა
ჩატარების ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
პროგრამის ღირებულება: 10 კაციანი ჯგუფი - 60 ლარი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: 577 57 03 47
დაგვიკავშირდით: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-17:00. 

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შოთა რუსთაველის გამზ. 3