ტრენინგი „როგორ ვასწავლოთ მუზეუმში“

11 ოქტომბერი 2017
Share

2017 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი იწვევს პედაგოგებს ტრენინგში „როგორ ვასწავლოთ მუზეუმში" მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგს გაუძღვებიან ბრიტანელი მეცნიერები პროფესორი ემა ლუზლი, ექსეტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი, და  პიტერ ლიმინგი, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიის დოქტორი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

 პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ქვის ხანა საქართველოში
  • წარწერები და გამოსახულებები შუა საუკუნეების საქართველოში


ტრენინგი
ჩატარდება:  2017 წლის 17 ოქტომბერს 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში. შეკრება 14:00 მუზეუმის ფოიეში.

ტრენინგის სამუშაო ენა: ინგლისური (თარგმანით).

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

დასწრება თავისუფალია.

მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 17:00 საათამდე - 2 93 16 52; 595546233 ნანა ლილუაშვილი. (საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი).