ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდია 2017

11 სექტემბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობრების საზოგადოება და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასთან არსებული ხელოვნების სტუდია, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, აცხადებს მოსწავლეების მიღებას განახლებული პროგრამით. 

ხელოვნება ეროვნული გალერეის ექსპონატების მიხედვით

ეროვნული გალერეის ერთი სართული ეთმობა ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრების მუდმივმოქმედ ექსპოზიციას. ქვედა სართული კი თანამედროვე არტ პროცესს ასახავს დროებითი გამოფენების ფორმატით.

ყოველი შეხვედრა დაგეგმილია გალერეის დარბაზებში და გულისხმობს ერთი ორიგინალის გაცნობას. მონაწილეები მიიღებენ  ინფორმაციას შერჩეული ნამუშევრის ირგვლივ. მხატვრული ნაწარმოების აღქმის  შემეცნებითი პროცესი  გაგრძელდება  მრავალფეროვანი აქტივობების თანხლებით. ორიგინალების მიხედვით ჩანახატების შესრულებასთან ერთად, შევთავაზებთ სხვადასხვა სახალისო  ბეჭდურ პროდუქციას (გასაფერადებლები, კროსვორდები, თავსატეხები და სხვა). სტუდიაში შექმნილი  გარემო საშუალებას აძლევს მონაწილეებს თავად ეზიარონ შემოქმედებით პროცესს და ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ხატვა, ძერწვა, მაკეტზე მუშაობა, წიგნის დასურათება და ა.შ.

ამდენად, წლევანდელი პროგრამის არსია - ფოკუსირება ერთი ორიგინალის ირგვლივ.

ამავდროულად,  წელს  დამატებით მიმართულებად გთავაზობთ „ვეფხისტყაოსნის"  დასურათებაზე მუშაობას (წლის განმავლობაში ბავშვები გაეცნობიან „ვეფხისტყაოსნის" ფაბულას მისი პროზაული რედაქციით და შექმნიან ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსნის" საკუთარ ვერსიას).

სასწავლო წლის ბოლოს, ტრადიციულად, შედგება სტუდიის გამოფენა ეროვნულ გალერეაში, სერტიფიკატების გადაცემით.

ასაკობრივი ჯგუფები:

I. 8 - 11 წლის მოსწავლეები

II. 11-14  წლის მოსწავლეები

შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო:

პარასკევი - 11:00    

 შაბათი - 12:00; შაბათი - 15:00

 

მეცადინეობები შედგება 2017  წლის 15 ოქტომბრიდან  2018  წლის 15 ივნისამდე, სასკოლო არდადეგების გათვალისწინებით.

კურსის ღირებულება: თვეში 70 ლარი.

გადახდა მოხდება სემესტრულად.

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ, ხანგრძლივობა - 2 საათი

 

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით:

2 15 73 00; 5 77 71 10 27 - მაკა ბეჟუაშვილი; 5 93 910 472 - ანა ჟვანია; 599 56 09 77 - ნათია მელქაძე

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან).

Facebook.com: Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

Facebook.com: ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდია/ national gallery art studio