ერთდღიანი არქეოლოგიური ტური ბავშვებისთვის

18 ივლისი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი
პროგრამის „არქეოლოგია ყველასათვის" ფარგლებში
20 და 26 ივლისს გთავაზობთ
ერთდღიან არქეოლოგიურ ტურს ბავშვებისთვის

ჩვენი მარშრუტი:

  • მუზეუმი
  • ძალისას ნაქალაქარი
  • წილკნის ეკლესია
  • საუზმე
  • ანტიოქიის ეკლესია
  • სამთავროს სამაროვანი
  • სადილი
  • სერტიფიკატების გადაცემა  
  • მუზეუმი

შეკრების ადგილი:  ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზირი N 3

შეკრების დრო: 9:30 საათი 

დავათვალიერებთ ძალისის ანტიკური პერიოდის ნაქალაქარის მოზაიკებს, აბანოებსა და წყალსადენებს; წილკნის და ანტიოქიის ეკლესიებს;  სამთავროს სამაროვანს. აქვე ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებსა და კერამიკის რესტავრაციაში.

პროგრამას უხელმძღვანელებს ბრიტანელი არქეოლოგი პიტერ ლიმინგი და ეროვნული მუზეუმის ახალგაზრდა არქეოლოგები.

მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ:

  • წყალი
  • მზისგან დამცავი კრემი
  • საუზმე

უმჯობესია დახურული ფეხსაცმელი, გრძელი გრილი შარვალი და გრძელსახელოიანი თხელი პერანგი.

პროგრამა გათვალისწინებულია 8-14 წლის მოზარდებისთვის. მონაწილეობა უფასოა.

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია:

დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 2 93 16 52; 599 21 26 29