ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

31 მაისი 2017
Share

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი 18 წლამდე მსურველებს გიწვევთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებზე. 

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
მისამართი: შ. რუსთაველის გამზ. 3

14:00 საათი - გამოფენის ,,XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი" დათვალიერება გამოფენის კურატორ, გულიკო კვანტიძესთან ერთად

16:00 საათი - გამოფენის ,,შოთა რუსთაველი 850'' ფარგლებში გურამ ახალაია ისაუბრებს მისივე კოლექციაში დაცულ ,,ვეფხისტყაოსნის'' უნიკალურ გამოცემებზე, რომლებიც ქართულ და უცხოურ ენებზეა წარმოდგენილი.

დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
მისამართი: შ. რუსთაველის გამზ. 11

15:00 საათი - საგანმანათლებლო პროგრამა „თავსატეხის საიდუმლო" ფიროსმანის ნამუშევრების მიხედვით.                                                                                    

ხელოვნების სტუდიის მოსწავლეების ნამუშევართა გამოფენა    

თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა
მისამართი: სიონის ქ. 8

14:00 საათი - საგანმანათლებლო პროგრამა „ბრწყინვალე მეფეები"                                

. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. 1

15:00 საათი - Chef-d'œuvre - ჟანრული მრავალფეროვნება           

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 2 931652 საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი

*1 ივნისს, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი ყველა მუზეუმი 18 წლამდე დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს.