პედაგოგთა ტრენინგი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

11 მაისი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა განკუთვნილია ისტორიის და ხელოვნების ისტორიის პედაგოგებისათვის. 

ტრენინგს უძღვებიან ბრიტანელი მეცნიერები პროფ. ემა ლუზლი, თეოლოგიისა და რელიგიის ასოცირებული პროფესორი, ექსტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი. (გვიანანტიკური და ადრეისლამური პერიოდის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირული ხელოვნებისა და არქეოლოგიის სპეციალისტი - მუშაობს ევროპული კვლევების საბჭოს პროექტზე, რომელიც იკვლევს სირიისა და საქართველოს ურთიერთობებს გვიანანტიკურ პერიოდში) და  პიტერ ლიმინგი, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიის დოქტორი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში (მუშაობს კრანფილდისა (დიდი ბრიტანეთი) და ლუვენის (ბელგია) უნივერსიტეტებსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პროექტზე, რომელიც იკვლევს საქართველოში გვიანბრინჯაოს ხანასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სპეციალისტებმა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის გამოფენებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამები მოამზადეს. შემუშავებულია სპეციალური სასწავლო რესურსები სკოლის პედაგოგებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს საგამოფენო დარბაზში ჩაატარონ ინტერაქტიული გაკვეთილები.ტრენინგზე მოხდება აღნიშნული პროგრამების, შემუშავებული მასალის პრეზენტაცია.

წარმოდგენილი იქნება სამუზეუმო გაკვეთილები შემდეგ თემებზე:

  • ქვის ხანა საქართველოში
  • დამწერლობა, სიტყვები და გამოსახულებები შუა საუკუნეების საქართველოში
  • ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე

პროგრამა დაიწყება 3 ივნისს.

ტრენინგის სამუშაო ენა - ინგლისური (სინქრონული თარგმანით).

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

დასწრება თავისუფალია.

მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია! გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 17:00 საათამდე - 2 93 16 52; 595546233 ნანა ლილუაშვილი. (საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი).