ბერიკაობა-ყეენობა

10 აპრილი 2017
Share

2017 წლის 10 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას „ბერიკაობა-ყეენობა".

პროგრამის მიზანია, მოსწავლემ შეიძინოს ცოდნა ქართული ხალხური დღესასწაულის ბერიკაობა-ყეენობის ისტორიული რაობის, მიზნის, სიმბოლიზმისა და ფუნქციის შესახებ. აგრეთვე, ბერიკაობა-ყეენობის, როგორც ქართული თეატრის საწყისის შესახებ. შეძლოს მსჯელობა კელტური ჰელოუვინის, იტალიური ფიესტასა და ქართული ბერიკაობა-ყეენობის მსგავსსა და განმასხვავებელ ნიშან-თვისებებზე.

პროგრამა მოიცავს თბილისური ყეენობის კოსტიუმირებულ, ინტელექტუალურ თამაშობას აუდიო-ვიდეო-ფოტო მასალის თანხლებით. მოსწავლეები დაამზადებენ ბერიკების ნიღბებს.

პროგრამა განკუთვნილია: I-VII კლასის მოსწავლეებისათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: სამშაბათი-შაბათი
ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
პროგრამის ღირებულება: 10 კაციანი ჯგუფი - 60 ლარი
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: 577 57 03 47

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.