ხალხური რეწვის პროგრამა

06 აპრილი 2017
Share

2017 წლის 22 აპრილიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ გიწვევთ ქართული ხალხური რეწვის პროგრამაზე.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: მეთუნეობას, დაზგურსა და ჩხირებით ქსოვას, ტილოზე ნემსით ქარგვას, ხეზე კვეთას და ტრადიციულ მჭედლობას. პროგრამის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების შენარჩუნება. საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

ხალხური რეწვის სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდნენ და აითვისონ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგები და გადაარჩინონ ისინი მივიწყებას.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ასევე შეისწავლონ ქვაზე კვეთა და მხატვრული დამუშავება.

პროგრამა ჩატარდება 22 აპრილიდან 25 ივნისის ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას 13:00-დან 17:00 საათამდე.

რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 10 აპრილს და 20 აპრილამდე გაგრძელდება.

წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში პროგრამაზე დასწრება თავისუფალია!

რეგისტრაციის გარეშე, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველთათვის საჭირო იქნება მუზეუმში შესასვლელი ბილეთის შეძენა (მუზეუმის სრული დათვალიერების შესაძლებლობით).

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში, ყოველდღე ორშაბათის გარდა 10:00-დან 18:00 საათამდე.

2 72 90 46; 2 72 90 45 - ეთნოგრაფიული მუზეუმის ადმინისტრაცია. (+995) 591 40 41 59 იზო გაბიტაშვილი - პროგრამის კოორდინატორი.

მისამართი: კუს ტბის ასახვევი 1, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.