გაზაფხულის კარნავალი

05 აპრილი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2017 წლის 6 აპრილიდან 31 მაისამდე გთავაზობთ გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამას   სახელწოდებით „გაზაფხულის კარნავალი".

პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან:

  • რატომ ზეიმობს მსოფლიო გაზაფხულის დადგომას უძველესი დროიდან.
  • კარნავალის წარმოშობის ისტორიასა და სხვადასხვა ქვეყანაში მისი აღნიშვნის ტრადიციებს.
  • რა კავშირი აქვს ქართულ ბერიკაობას კარნავალთან.
  • რატომ ითვლება ნიღაბი კარნავალის სიმბოლოდ.
  • უძველესი ნიღბების ისტორიას, მათ სიმბოლურ მნიშვნელობასა და დამზადების ტექნოლოგიებს.

პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. ასევე ბავშვებს საშუალება ექნებათ ნახონ მუზეუმის კინო არქივში დაცული უნიკალური კადრები ფილმიდან „ბერიკაობა საქართველოში".

პროგრამის დასასრულს ბავშვები ჩაერთვებიან საინტერესო და სახალისო  აქტივობაში. საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები კი კარნავალის მონაწილეებად აქცევს მათ.

პროგრამა განკუთვნილია  6-8; 9-15  წლის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო:  სამშაბათი-პარასკევი
ჩატარების ადგილი:  ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი
პროგრამის ავტორები: გვანცა არჩვაძე, ნინო დათუნაშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 574 44 04 84

მისამართი:  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3