აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები

05 აპრილი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2017 წლის 6 აპრილიდან 12 მაისამდე გთავაზობთ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ პროგრამას - „აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები".

პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო წეს-ჩვეულებებს. მათ შორის:

  • როგორ ხვდებოდნენ აღდგომას ქართველი მეფეები.
  • როგორი იყო საქართველოში აღდგომის აღნიშვნის ძველი ხალხური ტრადიციები და რა შემორჩა დღეს.
  • როგორ ემზადება მსოფლიო აღდგომის შესახვედრად და როგორ ზეიმობს ამ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანა.
  • რატომ ითვლება სააღდგომო სუფრის აუცილებელ ატრიბუტებად კვერცხი, პასკა, ჯეჯილი და რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მათ.
  • რომელია იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებული წმინდა ადგილები.
  • როგორ აისახა აღდგომის დღესასწაული ქრისტიანულ ხელოვნებაში.
  • ვინ არის კარლ ფაბერჟე და რა ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში აღდგომის თემას.

პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. ლექციის დასასრულს ბავშვებს ელით საინტერესო და სახალისო პრაქტიკული აქტივობა.

პროგრამა განკუთვნილია 6-13 წლის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
პროგრამის ხანგძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: სამშაბათი-პარასკევი
ჩატარების ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი
პროგრამის ავტორები: გვანცა არჩვაძე, ნინო დათუნაშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 574 44 04 84

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. #3