Chef-d`œuvre – ჟანრული მრავალფეროვნება

20 მარტი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი 28 მარტიდან გთავაზობთ ახალ პროგრამას ,,Chef-d'œuvre – ჟანრული მრავალფეროვნება''. 

საგანმანათლებლო პროგრამა აგებულია ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე გამოფენის ,,შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან'' მიხედვით.

ექსპოზიციაში წარმოდგენილია ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცული მსოფლიო და ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები, შედევრები იმ მხატვრების შემოქმედებიდან, როგორიცაა ლუკას კრანახი, იან სტენი, იაკობ ვან რეისდალი, პაბლო პიკასო, ნიკო ფიროსმანაშვილი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე  და სხვა.

ამ შედევრების მიხედვით პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მხატვრებისა და მათი ნამუშევრების შესახებ, ჩატარდება ინტერაქტიული საუბრები დაკავშირებული ჟანრულ მრავალფეროვნებასთან და მიიღებენ მონაწილეობას თემატურ-შემეცნებით აქტივობებში.

პროგრამის ავტორი დალი გოგორიშვილი   

ხანგრძლივობა 60 წუთი

ასაკი 8-12 წელი

ჩატარების ადგილი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 2 93 16 52 დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე. 

მუზეუმში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების სანახავად იხილეთ პროგრამების კალენდარი