უფლისციხე - ანტიკური ხანიდან XVIII საუკუნემდე

24 თებერვალი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას ,,უფლისციხე - ანტიკური ხანიდან XVIII საუკუნემდე''.  

პროგრამა შედგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე გამოფენაზე ,,უფლისციხე 60'' დაყრდნობით, რომელიც უფლისციხის არქეოლოგიური გათხრების საიუბილეო თარიღს ეძღვნება.  

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან უფლისციხესა და მის შემოგარენში აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალას; დაათვალიერებენ სამეურნეო-საყოფაცხოვრებო და  სარიტუალო- საკულტო დანიშნულების ჭურჭელს, მცირე პლასტიკისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. IV ათასწლეულიდან ახ. წ. XVIII საუკუნის  ჩათვლით. ასევე, მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებში. 

პროგრამა განკუთვნილია 8-11 წლის მოსწავლეებისათვის
პროგრამის ხანგრძლივობა 60 წუთი
პროგრამის ავტორი დალი გოგორიშვილი
პროგრამა ჩატარდება 15-დან 24 მარტის ჩათვლით

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 2 93 16 52 

მუზეუმში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების სანახავად იხილეთ პროგრამების კალენდარი