სახარება და საუფლო დღესასწაულები

25 იანვარი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ პროგრამას ,,სახარება და საუფლო დღესასწაულები".

სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ”შუა საუკუნეების საგანძურში” წარმოდგენილი ხელნაწერი სახარებების, ფერწერული ხატებისა და საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშების მიხედვით მონაწილეები მოისმენენ საუბრებს სახარებაზე და ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებზე, იკონოგრაფიაზე, ხელნაწერი წიგნების ტექნოლოგიაზე, საწერ მასალასა და იარაღებზე.

პროგრამა ითვალისწინებს ინტერაქტიულ საუბრებს, თემატურ მუსიკალურ და ვიზუალურ მასალას და მრავალფეროვან საგანამათლებლო-შემეცნებით აქტივობებს.

ხანგრძლივობა 60 წუთი

ასაკი 8 -14 წელი

ჩატარების ადგილი  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3

პროგრამის ავტორი  დალი გოგორიშვილი  

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 2 93 16 52 

მუზეუმში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების სანახავად იხილეთ პროგრამების კალენდარი