საეკლესიო ნაქარგობა - ოქრომკედი

20 იანვარი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას ,,საეკლესიო ნაქარგობა – ოქრომკედი".

სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში შუა საუკუნეების საგანძურში წარმოდგენილი  საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშების მიხედვით მონაწილეები გაეცნობიან საეკლესიო შესამოსელს და ღვთისმსახურებისათვის  საჭირო  ნივთებს, მათ პრაქტიკულ და სიმბოლურ დანიშნულებას, ნაქარგობის ტექნიკას , ნაქარქობაზე წარმოდგენილ იკონოგრაფიასა  და ორნამენტებს.

პროგრამა აღჭურვილია ვიზუალური მასალით, გრაფიკული ტესტებით  და საგანამათლებლო - შემეცნებითი აქტივობებით, რომელიც  დაკავშირებულია საეკლესიო შესამოსელთან, ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთებთან, ნაქარგობაში გამოყენებულ მცენარეულ ორნამენტებთან  და ყვავილების სიმბოლიკასთან.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 საათი

ასაკი: 8-12 წელი

ჩატარების ადგილი:  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3

პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 2 93 16 52